იტალიური „რომას“ მეკარე პაუ ლოპესი კარიერას მარსელის „ოლიმპიკში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ფრანგული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
ესპანელი კარის დარაჯი „მარსელში“ ერთწლიანი იჯარით გადავიდა და ფრანგებს მომდევნო ზაფხულს მისი გამოსყიდვის უფლება 12 მილიონ ევროდ ექნებათ.
პაუ ლოპესი „რომას“ 2019 წელს შეუერთდა და ამ პერიოდში „ჯალოროსის“ ღირსება 76 მატჩში დაიცვა, მაგრამ არც ისე დამაჯერებლად თამაშობდა და ბევრი კრიტიკოსიც ჰყავდა.
„რომას“ ლოპესის შემცვლელი უკვე ნაპოვნი ჰყავს და თითქმის გადაწყვეტილია, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდის კარს პორტუგალიელი რუი პატრისიუ დაიცავს.