ფეხბურთი

19:28 | 11.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ული ჰიონესი: "ტონი კროოსის თამაშის სტილის ადგილი თანამედროვე ფეხბურთში არ არის"

გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ ული ჰიონესმა ტონი კროოსი გააკრიტიკა და გერმანიის ნაკრების წარუმატებლობაში მთავარი ბრალი მადრიდის „რეალს“ დასდო. ჰიონესი ფიქრობს, რომ კროოსის თამაშის სტილის ადგილი თანამედროვე ფეხბურთში აღარ არის.

„პირველი ორი თამაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში საკმაოდ ღირსეული იყო ოთხი მცველით, შემდეგ ლიოვმა შეცვალა ტაქტიკა და სამ მცველზე გადავიდა. ამის საჭიროება არ არსებობდა. რატომ? ლიოვს სურდა კროოსის ინტეგრირება. ჩვენ რომ გვეთამაშა ნახევარდაცვაში კიმიხთან, გორეცკასთან და მიულერთან ერთად, ფლანგებზე გნაბრისთან და სანესთან, წინ ჰავერტცთან ერთად, ახლა სულ სხვა ადგილას ვიქნებოდით. ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ. მე მომწონს ტონი კროოსი, ის წარსულში მსოფლიო დონის ფეხბურთს აჩვენებდა. „ბაიერნში“ მშვენიერი იყო, მაგრამ მისმა თამაშის სტილმა შესაძლებლობები სრულად ამოწურა. ის აღარ არის თანამედროვე ფეხბურთისთვის შესაფერისი.

ინგლისთან 0:1 ვმარცხდებოდით, კროოსი კი მეტოქის ნახევარდაცვის გადალახვას ვერ ახერხებდა, მხოლოდ გვერდით პასებს აკეთებდა, ამას მეტოქის დაცვა ადვილად ერგებოდა. ფეხბურთელებს პირდაპირ უნდა ეთქვათ, რომ ტონი კროოსი თანამედროვე ფეხბურთში აღარ ჯდებოდა. დღევანდელ ფეხბურთში ბურთი ყოველთვის წინ მიდის“, - თქვა ჰიონესმა.

შეგახსენებთ, ტონი კროოსმა ევროპის ჩემპიონატიდან გერმანიის გამოთიშვის შემდეგ სანაკრებო კარიერ დაასრულა და „ბუნდესნაკრებში“ აღარ ითამაშებს.

0.115066