UFC-ის (Ultimate Fighting Championship) ქართველი მებრძოლი ილია თოფურია რაიან ჰოლის დაუპირისპირდა და პირველივე რაუნდში ნოკაუტით იმარჯვა!
ქართველმა მებრძოლმა UFC-ში მესამე ბრძოლა გამართა და სამივე შემთხვევაში დამაჯერებლად მოახერხა გამარჯვების მოპოვება. ჰოლიმ თოფურიას შეტევებს ვერ გაუძლო და უშანსოდ დამარცხდა.
ილია თოფურიას მანამდე იუსუფ ზალალი მსაჯების გადაწყვეტილებით, ხოლო დეიმონ ჯექსონი პირველივე რაუნდში ნოკაუტით ჰყავდა დამარცხებული.
აქვე გეტყვით, რომ პროფესიონალურ დონეზე ქართველი მებრძოლისთვის ეს მე-11 ბრძოლა იყო და ყველა შემთხვევაში ოქტაგონიდან დაუმარცხებელი გავიდა.