ესპანური პრიმერას ხელმძღვანელობამ, „ბარსელონას“ ნება დართო ლიონელ მესი ქვეყნის ჩემპიონატში ათამაშოს - გვამცნობს AS.
წყაროს ინფორმაციით, არგენტინელთან სახელფასო საკითხების მოგვარების შემდეგ, კატალონიური კლუბი მესისთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შესახებ გამოაცხადებს, რომელიც 2023 წლის ივნისამდე იქნება გათვლილი და ხელი კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ მოეწერება.
ტრანსფერის უფლება „ბარსელონას“ მას შემდეგ დართეს, რაც კლუბმა რამდენიმე ფეხბურთელი გაუშვა (გვარები არ ზუსტდება) და სახელფასო დებულების შემცირების გარანტიები წარადგინა. ამით ფეარ ფლეის ფინანსური დარღვევის პრობლენა მოიხსნა.
გამოცემა იმასაც აღნიშნავს, რომ „პარი სენ-ჟერმენს“ ჯერაც არ დაუკარგავს არგენტინელის გადაბირების იმედი, თუმცა საკითხის მოგვარების შემდეგ, თითქმის შეუძლებელია მესი „ბარსელონადან“ წავიდეს.