ფეხბურთი

23:48 | 10.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

GET-მა მესი და ნეიმარი კოპა ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელებად აირჩია

კონმებოლის ტექნიკური გამოკვლევების ჯგუფმა (GET), მიმდინარე კოპა ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელებად არგენტინელი ლიონელ მესი და ბრაზილიელი ნეიმარი აირჩია - გვამცნობს კონფედერაციის პრესსამსახური.

მესიმ ტურნირზე 4 ბურთი გაიტანა და ხუთი საგოლე პასით გამოირჩა, ნეიმარმა კი 2 ბურთი შეაგდო და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. „შეუძლებელია ერთი საუკეთესოს არჩევა, რადგან ტურნირზე ორი საუეკეთესო ფეხბურთელია.“ - წერია ჯგუფის განცხადებაში.

კოპა ამერიკა 2021-ის ფინალური მატჩი კვირას, 11 ივლისს, რიო დე ჟანეიოროს „მარაკანას“ სტადიონზე გაიმართება. ერთმანეთს არგენტინისა და ბრაზილიის ეროვნული გუნდები შეხვდებიან. თამაში თბილისის დროით დილის 4 საათზე დაიწყება.

0.120214