ჩოგბურთი

19:25 | 10.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ეშლი ბარტის ტრიუმფი უიმბლდონზე

ეშლი ბარტი უიმბლოდინის 2021 წლის ჩემპიონია! ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ფინალში ჩეხი კაროლინა პლიშკოვა დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა და კარიერაში პირველად მოიგო ყველაზე პრესტიჟული ტურნირი.

შეხვედრა როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული გამოდგა და ზუსტად 2 საათს გაგრძელდა. პირველი სეტი ავსტრალიელმა 6:3 მოიგო, ხოლო მეორე სეტში ჩეხმა მობილიზება მოახერხა, ტაიბრეიკზე იმარჯვა და ანგარიში გაათანაბრა.

ამრიგად, ყველაფერი მესამე სეტმა გადაწყვიტა, სადაც ბარტიმ ისევ 6:3 მოიგო. რეიტინგის პირველმა პირველივე ჩემპიონპოინტი გამოიყენა და მატჩი, რომელიც უკეთ ჩაატარა, ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

ეშლი ბარტიმ კარიერაში მეორედ მოიგო დიდი სლემის ტურნირი, ორი წლის წინ მას საფრანგეთის ღია პირველობა ჰქონდა მოგებული. ის 50 წლის შემდეგ პირველი ავსტრალიელია უიმბლდონის ტურნირი მოიგო.

ეშლი ბარტი - კაროლინია პლიშკოვა 2:1 (6:3, 6:7, 6:3)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11635