ფეხბურთი

18:10 | 10.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" და "ატლეტიკომ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

კატალონიის „ბარსელონამ“ და მადრიდის „ატლეტიკომ“ შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ - ანტუან გრიზმანი მადრიდში დაბრუნდეს და საულ ნიგესი ბარსელონაში გადავიდეს.

Mundo Deportivo-ს ცნობით, ამ ბარტერზე მუშაობა ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა და არაფერი გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ მხარეებს შორის ეს იდეა უკვე არსებობს. საულს „ატლეტიკოს“ დატოვება სურს, ხოლო „ბარსას“ გრიზმანი ვერ მოერგო და მას მერე, რაც „ბლაუგრანამ“ სერხიო აგუერო და მემფის დეპაი დაიმატა, შესაძლოა ფრანგს მართლაც იოლად შეელიოს.

გრიზმანს კარიერის საუკეთესო წლები სწორედ „ატლეტიკოში“ აქვს გატარებული და მადრიდში მისი დაბრუნება მოულოდენლი არ უნდა იყოს. საულს კი „როხიბლანკოსთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108725