ფეხბურთი

20:48 | 9.07.2021 | ნანახია 2876 - ჯერ

იტალიაში ფინალის წინ შიშობენ: ჩეფერინი ჯონსონის ვალის გადახდას ევროპის ჩემპიონატით ცდილობს

ევრო 2020-ის ფინალში იტალიის ნაკრები ლონდონში ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება და აპენინურ მედიაში უკვე განგაშის ზარები ისმის. იტალიაში ფიქრობენ, რომ უეფა ინგლისს ჩემპიონობაში ეხმარება, რითაც ალექსანდერ ჩეფერინი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონი ვალს გადაუხდის.

Gazzetta Dello Sport-ი წერს: „ინგლისმა ფინალში პოლიტიკური დახმარებით მიაღწია. უეფა მათ სუპერლიგის სანაცვლოდ ეხმარება, ეს შეიძლება შეინიშნოს მთელი ტურნირის განმავლობაში, ყველაზე აშკარად ეს დანიის ნაკრებთან პენალტით გამოჩნდა“.

იგივე სახის წერილები სხვა ვებგვერდებზეც შეინიშნება. Calciomercato-ზეც მსგავსი შინაარსის სტატია გამოქვეყნდა ასეთი სათაურით: „ბორის ჯონსონი, ჩეფერინი, ნიდერლანდელი მსაჯი - ღმერთმა გადაარჩინოს იტალია“.

აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალშიც ინგლისის მატჩი ნიდერლანდელმა დანი მაკელიემ იმსაჯა, ხოლო ფინალს მისი თანამემამულე ბიორნ კუიპერსი განსჯის.

ზემოაღნიშნულ აზრს იზიარებს ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ფაბრიციო რავანელი, რომელიც ინგლისში თამაშობდა:

„სინამდვილეში ვშიშობ, რომ ინგლისის ზეიმისთვის სუფრა უკვე გაშლილია. დანიის წინააღმდეგ ის პენალტი არ არსებობდა და სკანდალური რამ მოხდა“, - აღნიშნა მან.

რაში მდგომარეობს ჩეფერინის ვალი ჯონსონთან მიმართებაში? ყველაფერი ევროპის სუპერლიგას უკავშირდება, რომლის ჩამოშლაში ყველაზე დიდი და პირდაპირი წვლილი სწორედ ბორის ჯონსონს მიუძღვის, რომელმაც ინგლისურ კლუბებს იქ გაწევრიანება აუკრძალა. სწორედ ამიტომ, იტალიელები ფიქრობენ, რომ უეფამ ჯონსონისთვის ვალის დაბრუნება ევროპის ჩემპიონატის ნანატრი ტიტულით გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის ფინალი 11 ივლისს, „უემბლიზე“, ინგლისისა და იტალიის ნაკრებებს შორის გაიმართება.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:21 | 10.07.2021
zaza2 (298)

უეფაში გახსენებიათ, რომ ედიკამ ბერლინის კედელი დაანგრია და საქართველოსთან ვალში ვართო. ამიტომ შემდეგი ევროპა საქართველომ უნდა მოიგოსო.

16:23 | 10.07.2021
KoRBeN DaLLaS (24842)

კი, დანგრევაში და შუქის ჩაქრობაში მაგარი იყო

02:59 | 10.07.2021
dinamo222 (8587)

აუუ დაიწყეს წინასწარ სტო პერიოდის დაჭერა და თავისიანებს წინასწარ ამზადებენ წაგებისთვის --იცოდეთ რომ წავაგებთ ძალით წაგვაგებინებენოო DD

23:53 | 09.07.2021
KoRBeN DaLLaS (24842)

2002-ში კორეასთან დაიჩაგრნენ, 2004-ში შვედებმა და დანიელებმა ითამაშეს სპექტაკლი, იმენნა 2:2 დასვეს და იტალია ჯგუფში ჩატოვეს ))
სამაგიეროდ 2006 იჩემპიონეს. მაგარი გუნდი კი ჰყავდათ, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა ითქვას რომ ავსტრალიასთან აბსურდული პენალტი ჩაახუტეს, ბოლო წუთზე.

23:12 | 09.07.2021
ბაგი-რეი (2263)

იტალია კორეში კორეასთან დაჩაგრეს. ამ ჯერად დანია დაიჩაგრა. დანარჩენი უსაფუძვლო ყაყანს გავს. უდანაშაულობის პრეზუფცია(კი არ ვიცი რას ნიშნავს მაგრამ ამ დროს ასე იციან თქმა) არ უნდა დავარღვიოთ.

21:34 | 09.07.2021
zviadi-shxefi (6306)

ჩვენთან პაჭკობით პენალტს რომ ჩუქნიდნენ მაშინ არ გახსენებიათ სამართლიანობა

21:33 | 09.07.2021
zviadi-shxefi (6306)

ვინ ვის ულოკავს მაგას ვერავინ გაიგებს ზუსტად მაგრამ იტალიელთა ეს ქცევა უეფაზე წინასწარ ზეწოლას გავს და მეტს არაფერს

21:21 | 09.07.2021
O.KANI (475)

ჩეფერინი ჯონსონი პირესი ანიელი ფიფა უეფა ჩვენი ფედერაციაც ყველა ერთი ნაგავია! მოსტ....იათ პატრონი! აღარ არსებობს ნაღდი ფეხბურთი არაა! შეიგნეთ!

21:17 | 09.07.2021
O.KANI (475)

მკიდია ვინ ვის ადძლევს, ლიჟბი იტალიამ არ მოუგოს და ინგლის გაუთხრია ეგ თასი უკან.

21:00 | 09.07.2021
KoRBeN DaLLaS (24842)

არა უშავს. მერე ამ ვალს ოდესმე იტალიელებსაც დაუბრუნებენ და ასე... )))
ხელი ხელს ბანს, ორივე კი ტრ***საო.

0.129