საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ შესაძლოა უახლოეს მომავალში "მილანის" მოთამაშე გახდეს. როგორც sky sports-ი იუწყება, კლუბები შეთანხმებასთან ახლოს არიან და შესაძლოა უეხლოეს მომავალში ფრანგმა "მილანში სამედიცინო შემოწმება გაიაროს.
"ჩელსიმ" ჟირუს გასული სეზონის ბოლოს კონტრაქტი ერთი წლით გაუხანგრძლივა. ამჯერად ლონდონელები აპირებენ ჟირუ 1.7 მილიონ გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ დათმონ. წინასწარი ინფორმაციით, "მილანი" ინგლისელებს 860,000 გადაუხდის, ხოლო შემდეგ ფეხბურთელის ასპარეზობიდან გამომდინარე შესაძლოა ბონუსის სახით 860,000 გადაიხადონ.
ჟირუ "ჩელსიში" 2018 წლის იანვარში "არსენალიდან" გადავიდა. მას შემდეგ ფრანგმა 119 მატჩი ჩაატარა, 39 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა. ჟირუ გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.