სამწუხაროდ, 17 ივლისს „დინამო არენაზე“ შოტლანდიასთან გასამართი ტესტ-მატჩი ვეღარ შედგება. მიზეზი COVID 19-ია, რომელმაც მანამდე სამხრეთ აფრიკასთან 9 ივლისს გასამართი მეორე შეხვედრა ჩაშალა.
გამოკვლევების შედეგად ბორჯღალოსნების ბანაკში ვირუსის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა და მანამდე ინფიცირებული წევრების მდგომარეობაც სტაბილურია, თუმცა COVID 19-ს თავისი პროტოკოლი აქვს.
შინ დაბრუნებული, არაინფიცირებული ბორჯღალოსნები 8 დღის განმავლობაში იზოლაციაში უნდა იყვნენ და ამ პერიოდში ვერც ვარჯიშს შეძლებენ, რაც მომავალი შეხვედრისთვის მომზადებას შეუძლებელს ხდის. შედეგად, შოტლანდიასთან საშინაო თამაში ამ ზაფხულს ვეღარ შედგება.
ბაჩო ხურციძე (რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი):
„სამწუხაროდ, ძალიან არ გაგვიმართლა. ვირუსის 3 შემთხვევას, ორი დღის წინ კიდევ 3 დაემატა, რაც შტამის სირთულიდან გამომდინარე უკვე დიდი ციფრია. ასეთ დროს, რეგულაციის თანახმად, შინ დაბრუნებული მოთამაშეები იზოლაციაში უნდა გადავიდნენ და ვერ ივარჯიშებენ. არის რისკი, რომ ვირუსი სხვა მოთამაშეებსაც ჰქონდეთ და ის ინკუბაციის პერიოდის გასვლის შემდეგ გამოვლინდეს. ამიტომ, მსოფლიო რაგბის, ჩვენი და შოტლანდიის რაგბის კავშირების ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეს თამაში გაუქმდა“.
„გვსურდა, რომ შოტლანდიასთან თამაში 24 ივლისს გადაგვეტანა, მაგრამ ის არ ჯდება მსოფლიო რაგბის საერთაშორისო მატჩების ფანჯარაში, რაც როგორც საქართველოს, ასევე შოტლანდიის ნაკრებების მოთამაშეებს კლუბებთან პრობლემებს შეუქმნიდათ. ძალიან სამწუხაროა ასეთი მნიშვნელოვანი ზაფხულის ტესტები რომ გაგვიუქმდა. კიდევ კარგი სამხრეთ აფრიკასთან ერთი ისტორიული ტესტის გამართვა მოვასწარით, სადაც გუნდმა ღირსეული თამაში აჩვენა. შოტლანდიასთან შეხვედრა უნდა გამხდარიყო ამ სერიის კულმინაცია და არავინ იცის ის რა შედეგით დასრულდებოდა, თუმცა რეალობას ვეღარ შევცვლით და ახლა უნდა მოვემზადოთ შემოდგომისთვის, ჯერ ფრენჩაიზის და მერე ნაკრების მატჩებისთვის“.
RUGBY.GE
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გელაშვილს მაინც აღარ ჯობია?
გელაშვილი როცა გამოიძახეს ,ყოველთვის ჩამოვიდა და არაფერი დაუშურებია ნაკრებისთვის,მეორე საკითხია რამდენად აქ კლასი.. ვაწაძე კიდე მერამდენედ უნდა გამოიძახონ? ხარ ვიზას იმიზეზებს და ხან ტრავმას...
სჯობს დავაცადოთ ჯერ დაამტკიცოს თუ რა შეუძლია! ნიჭიერია ერთია, რამდენად არის მზად ნაკრებისთვის, მეორე.
სხირტლაძე იყო განაცხადში!
შეიძლება დანიის მეორე დივიზიონის ბომბარდირობა დიდი ვერაფერი საქმეა, მაგრამ რადგან მანდ თამაშობს, არ ნიშნავს რომ მაგის დონის არის, და სხვას ვერ "გაქაჩავს". უბრალოდ, ახლა მანდ თამაშობს
რათქმაუნდა ნაკრებში უნდა იყოს, მსგავსი ცენტრ.ფორვარდი არ გვყავს.
დანიის რანგით მე-2 ლიგის ბომბარდირობა, არა მგონია რამე განსაკუთრებული იყოს, იმედია სხვა კლუბში გადავა
მათე პოლონეთთან რომ დაგიძახებს ქეცბაია კიდე ვიზა არ მოიმიზეზო
არამგონია დაუძახოს არადა იმსახურებს აშკარად
ამის გარდა, სხვა ფოტო არ გაქვთ ვაწაძესი?
)
კი პირადობის
საღოლ მათე. ქართველის ბომბარდირობა მომენატრა უცხურ ლიგაში. მართალია რანგით დაბალი დივიზიონია, მაგრამ მაინც სასიამოვნო ამბავია.
და ნაკრებში რომ დაუძახონ არა? ისეთი ფეხბურთელია, არაფრისგან რომ გააქვს ზოგჯერ გოლი და ჩვენი გუნდიც ფაქტიურად ხო არაფერს აკეთებს
)))
მგონი ერთხელ ითამაშა ნაკრებში ამხანაგური და მაშინაც გაიტანა ხომ?
ცდები, ერთხელ არ უთამაშია
ყოჩაღ მათე, ვაწაძე ნაკრებში!
...და ქვილითაიამ რო მეორე ჰეთ-ტრიკი შეასრულა, არ იცით?!
ჰო, ერთსადაიმავე გუნდს გაუტანა ზედიზედ 3 გოლი.
საღოლ მათე. უკეთეს გუნდი გვენახე
პ.ს. ქეცბაიას გინებას გახსნილად ვაცხადებ
რა იყო ჩიჩა შენი ლიცენზიის გარეშე ვერა თუ DDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
რატო აცხადებ?სეირის ყურება გინდა?