ამერიკელი მომღერალი ნიკოლ შეზინგერი თავისი ცხოვრების მანძილზე ყოველთვის “კაცთმოყვარეობით“ იყო გამორჩეული და ოკეანის გაღმელი ჟურნალისტების დათვლებით, ეს ქალი საშუალოდ ექვს თვეში ერთხელ საყვარელ მამაკაცს იცვლის და ისეთი ტემპი აქვს აღებული, “გაულაყებელი“ მალე არავინ დარჩება.
მიუხედავად ასეთი “მძლავრი ნაბიჯებისა“, ბევრისთვის მაინც უცნაურად გამოიყურება ის ამბავი, რომ ნიკოლი ნიუ-იორკში თავის ძველ სატრფოსთან, ბულგარელ მეჩოგნე გრიგორ დიმიტროვთან ერთად დაინახეს და მავანი იმასაც ამბობს, რომ წყვილს შორის ძველებური კურკური და ღლაბუცი მიდიოდაო.
ნიკოლ შეზინგერი და გრიგორ დიმიტროვი დაახლოებით სამი წლის წინ დაშორდნენ და ამ ხნის მანძილზე არც ერთი დარჩენილა მარტო და ეული. ისე, შეზინგერს ზოგადად არ ახასიათებდა ძველ სატრფოებთან ურთიერთობების აღდგენა და უცნაურია რა მოხდა ასეთი, რომ თავის საძინებელთან კვლავინდებურად ბულგარეთის სამფეროვანი დროშა ააფრიალა...