სხვა

13:36 | 9.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა ნაგოია ბაშოზე ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო (+VIDEO)

ნაგოია ბაშოს მე-6 საშეჯიბრო დღეს ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინი მე-16 მაეგაშირა ჩიინოკუნის დაუპირისპირდა და მეტოქეს ოშიდაშის ილეთით აჯობა.

ჩვენებურმა დღევანდელი ორთაბრძოლა ძალიან ადვილად მოიგო და მეტოქე დოჰიოდან გადაიყვანა. ეს წყვილის მე-9 ბრძოლა იყო, რომელთაგანაც ტოჩიმ 8 მოიგო, ერთხელ კი მარცხი განიცადა.

ლევანს ზაფხულის სუპერტურნირზე 2 მოგება და 4 მარცხი დაუგროვდა და დადებითი ბალანსისთვის დარჩენილი 9 შეხვედრიდან მინიმუმ 6 უნდა მოიგოს.გორგაძის მომდევნო მეტოქე მე-9 მაეგაშირა შიმანოუმი იქნება, რომელსაც აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვედრია და მისი დამარცხება მოახერხა. აღსანიშნავია ისიც, რომ ხვალინდელ მეტოქეს მიმდინარე ბაშოზე 3:3-ზე ბალანსი აქვს.

0.125792