ტაისონ ფიურისა და დეონტეი უაილდერს შორის დაგეგმილი მესამე ბრძოლა, რომელიც 24 ივლისს უნდა გამართულიყო, შესაძლოა მოგვიანებით ჩატარდეს. ამის მიზეზი ისაა, რომ ფიურის ბანკში კორონავირუსი გავრცელდა. ამ ინფორმაციას იესპიენი ავრცელებს.
ბრძოლა, რომელსაც ლას ვეგასის „T-მობილ არენა“ უმასპინძლებს, ოფიციალურად ჯერ არ გადადებულა. ცნობილი არაა, ფიურის ბანაკში რამდენ ადამიანს აქვს ვირუსი. გადადების შემთხვევაში (რაც გარდაუვალია), შეხვედრა სექტემბერში გადაინაცვლებს.
ფიური, უაილდერი და მათი ოფიციალური პირები, ჯერჯერობით არაფერს ამბობენ. საპრომოუტერო კომპანია „ტოპ რენკმა“ გამოაცხადა, რომ ფიურის და მისი გუნდის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკონტროლებს. ამასთან, კომპანიის განცხადებით, ბრძოლის თარიღი ჯერჯერობით არ შეცვლილა.
ფიურის და უაილდერის პირველი ბრძოლა 2018 წელს გაიმართა და გამარჯვება ვერცერთმა მოიპოვა. მეორე ბრძლა შარშან თებერვალში შედგა და ბრიტანელმა თავისი მეტოქე ორჯერ წააქცია. ამერიკელმა ეს მარცხი მოუხერხებელ სამოსს დააბრალა და იქადნის, რომ რევანშს აიღებს.