ფეხბურთი

22:45 | 8.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

გორის "დილა" "ჟილინასთან" განადგურდა

გორის „დილა“ უეფას კონფერენს ლიგაში ჩაერთო, მაგრამ წარუმატებლად და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი პრაქტიკულად პირველივე მატჩის შემდეგ დაკარგა.

ანდრეი დემჩენკოს გუნდი სლოვაკეთში „ჟილინას“ ესტუმრა და 1:5 განადგურდა. მასპინძლებმა სტუმრებს ყველა კომპონენტში აჯობეს და პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს მატჩის ბედი, როცა ორი გოლი გაიტანეს.

მეორე ტაიმში „ჟილინას“ მოპოვებული უპირატესობის გაზრდა არ გასჭირვებია და გორელთა კარში კიდევ სამი გოლი გაიტანა. „დილამ“ მატჩის ბოლოს პრესტიჟის ბოლის გატანა მოახერხა და თავი ანდრო ნემსაძემ გამოიჩინა, რომელმაც შორი მანძილიდან ულამაზესი გოლი შეაგდო.

თუმცა, ცხადია, ეს ვერაფერი ნუგეშია და გორის „დილასთვის“ ევროთასები კოშმარულად დაიწყო. სხვათა შორის, „დილას“ ევროტუნირებზე ასეთი შედეგით არასდროს წაუგია. საპასუხო შეხვედრა კი ერთ კვირაში გორში გაიმართება, მაგრამ ის დაპირისპირება უკვე ფორმალობადაა ქცეული.

„ჟილინა“ – „დილა“ 5:1 (2:0)

ჟილინა, „სტადიონ „ჟილინა“

„ჟილინა“ (4-3-3): პეტრაში; რუსნაკი, მინარიკი, კივიორი, ანანგი; გონო, ფაზლაგიჩი (მისლოვიჩი 67), ბიჩახჩიანი (ბერნატი 57); კაპრალიკი (გოლიანი 67), პაური (ჯიბრილი 57), დურიში (ჟამბორი 81)

მწვრთნელი: პაველ სტანო

„დილა“ (4-3-3): გუგეშაშვილი; ალეფი, ეტოუ, მაისაშვილი, ვანდერსონი (ნემსაძე 65); ბიძინაშვილი, ნონდი, მოსიაშვილი (ჩიტეიშვილი 58); ღუდუშაური, კაპანაძე (ზუბაკი 76), კამარა (ბუღრიძე 66)

მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო

გოლები: 1:0 ანანგი (6), 2:0 დურიში (25), 3:0 ბიჩახჩიანი (56, პენ), 4:0 დურიში (63), 5:0 ჯიბრილი (81), 5:1 ნემსაძე (84)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (6) – 17 (5) კუთხურები: 6:3 თამაშგარე: 5:2

მსაჯი: ჩან მარუჯა (მალტა)

0.119627