იტალიურმა „მილანმა“ ნიჭიერი ნახევარმცველი სანდრო ტონალი გამოისყიდა. 21 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები აქამდე „ბრეშას“ ეკუთვნოდა, თუმცა, „მილანმა“ მასთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ტონალიმ „მილანში“ გასული სეზონი იჯარით გაატარა და ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა, თუმცა შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულა.
სანდრო ტონალი „ბრეშას“ აღზრდილია, იტალიის ნაკრებში დებიუტი 2019 წელს ჰქონდა და „აძურის“ მაისური დღემდე ოთხჯერ მოირგო.