ფეხბურთი

18:38 | 8.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი: "პენალტი არ იყო, მსაჯი მონიტორთან უნდა მისულიყო"

ლეგენდარულმა ფრანგმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ინგლისის სასარგებლოდ დანიასთან მატჩში დანიშნულ პენალტზე კომენტარი გააკეთა. ვენგერის აზრით, არბიტრი შეცდა და პენალტი დასანიშნი არ იყო.

„ეს არ არის პენალტი. არ მესმის, რატომ არ მიდის მსაჯი ასეთ დროს მონიტორთან ეპიზოდის სანახავად. მაშინ რა საჭიროა ვიდეორეფერი? მსგავს მომენტებში გადაწყვეტილებაში უნდა დარწმუნდეს“, - თქვა ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრებმა დანიას ჰარი კეინის 104-ე წუთზე გატანილი გოლით მოუგო და ფინალში 11 ივლისს, იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

0.12833