ფეხბურთი

17:00 | 8.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ესპანეთის ნაკრებს ლუის ენრიკე დიდი ალბათობით 2024 წლამდე გაწვრთნის. ადგილობრივი მედიის ცნობით, ფეხბურთის ფედერაცია მისი მუშაობით კმაყოფილია და ახალი კონტრაქტი შესთავაზეს.

მხარეები ახლოს არიან შეთანხმებასთან და ლუის ენრიკე კონტრაქტს, რომელიც 2022 წელს იწურება, 2024 წლამდე გაახანგრძლივებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა ევრო 2020-ზე ნახევარფინალში გასვლა შეძლო, სადაც იტალიის ნაკრებთან დამარცხდა. „ფურია როხა“ 2 და 5 სექტემბერს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შვედეთისა და საქართველოს ნაკრებებს დაუპირისპირდება.

0.113952