სხვა

14:15 | 8.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა ნაგოია ბაშოზე პირველი ორთაბრძოლა მოიგო (+VIDEO)

ნაგანოია ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინი ზაფხულის სუპერტურნირის მე-5 საშეჯიბრო დღეს ტერუცუოშს დაუპირისპირდა და მცირეწონოსან მეტოქეს ადვილად, მაცდური ილეთით სძლია.

ტოჩის 1 მოგების საპირისპიროდ 4 მარცხი აქვს და ძალიან ცუდ ფორმაშია. ქართველ გოლიათს ბოლო ტურნირებში წარუმატებელი ბრძოლები აქვს და გასულ ბაშო 5 მოგებითა და 10 მარცხით დაასრულა, რის გამოც რეიტინგშიც დაქვეითდა.

იმისათვის, რომ ლევანს დადებითი ბალანსი ჰქონდეს, მას დარჩენილი 10 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 7-ის მოგება მართებს, რაც ძალიან რთული იქნება. მისი მომდევნო მეტოქე ჩიიონოკუნია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118567