ევრო 2020-ის ნახევარფინალში ინგლისის ნაკრებმა დანიის ეროვნული გუნდი დამატებით დროში 2:1 დაამარცხა. გამარჯვებს გოლი ინგლისელებმა თერთმეტმეტრიანის შესრულების შემდეგ გაიტანეს. მართალია, ჰარი კეინის დარტყმული კასპერ შმეიხელმა მოიგერია, მაგრამ ბურთზე ყველას ისევვ “ტოტენჰემის“ კაპიტანმა დაასწრო და გაიტანა.
ინგლისურმა ტაბლოიდებმა ვიდეოგამეორებისას აღმოაჩინეს, რომ პენალტის დარტყმამდე, მეკარეს ვიღაც ტრიბუნიდან თვალებში ლაზერის სხივს აშუქებდა. რამდენად შეუშალა ხელი ამ „ანცობამ“ დანიელთა კარის დარჯს, უცნობია.