თამაშგარე

12:56 | 8.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

სანაძლეობის მოყვარული მიკი კიმენი

ახალგაზრდა ნიდერლანდელი მობურთალის, ფრენკი დე იონგის შეყვარებული, მოდელი მიკი კიმენი სანაძლეოების დიდი მოყვარული ყოფილა და შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ ფრენკის რაიმეზე არ დაენაძლეოს და ალბათ არ იქნება გასაკვირი თუ ეს “მაზიანები“ დე იონგს საბოლო ჯამში საკმაოდ ძვირი უჯდება.

როგორც მიკი კიმენი კისკისით ამბობს, ბოლო დროს ფრენკის სწორედ მარტივი და ერთი შეხედვით ყოფითი სანაძლეოებით მოუგო ჯერ ძვირადღირებული ავტომობილი, შემდეგ კი საგზურები მსოფლიოს ფეშენებელურ სასტმროებში, სადაც ფეხბურთელის რთული სპორტული გრაფიკის გამო მიკი ხშირად სრულიად მარტო დაბრძანდება ხოლმე.

აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ მიკი კიმენის პირადი შემოსავლები საკმაოდ მწირია და ეს სახსრები გლობალურმა პანდემიამ კიდევ უფრო შეამცირა. ამ ასულისთვის მთავარი სანუგეშო ისაა, რომ სოცალურ ქსელებში ცნობადობა თანდათან ეზრდება და თუკი მისი გვერდის სარეკლამო მხარდამჭერები იპოვა, სამომავლოდ შეიძლება რაღაც კარგს მართლა გამოჰკრას ხელი.

0.182231