ევროპა ლიგის გამარჯვებულმა, „ვილიარეალმა,“ თავდამსხმელ კარლოს ბაკას კონტრაქტი დროზე ადრე შეუწყვიტა. კოლუმბიელს კლუბთან კიდევ ერთი წლით აკავშირებდა ხელშეკრულება.
34 წლის ბაკა „ვილიარეალში“ 2017 წლიდან თამაშობდა და კლუბის მაისურით 145 მატჩში 45 ბურთი გაიტანა.
მანამდე ფეხბურთელს „მილანში,“ „სევილიაში,“ „ბრიუგეში“ და რამდენიმე სამხრეთამერიკულ კლუბში უთამაშია. კოლუმბიის ნაკრებში მას 2010-18 წლებში იძახებდნენ.