ფეხბურთი

10:51 | 8.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუ: „ინგლისმა დამსახურებულად გაიმარჯვა, მაგრამ პენალტი არ იყო“

„რომას“ მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიუმ, ევრო 2020-ის ნახევარფინალურ მატჩში ინგლისსა და დანიას შორის (2:1) დანიშნული საკამათო თერთმეტმეტრიანის შესახებ ისაუბრა.

„შესანიშნავი თამაში გამოვიდა. ვიტყვი, როგორც დავინახე. ეს ნაღდად არ იყო პენალტი. უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა, ინგლისმა დაიმსახურა ეს მოგება, მაგრამ პენალტი არ იყო. ნახევარფინალში, ასეთ დონეზე, არ მესმის მსაჯის ქმედება. უფრო კი ის მაოცებს, ვარ-მა რატომ არ გააუქმა მცდარი გადაწყვეტილება.“ - ციტირებს პორტუგალიელი სპეციალისტის სიტყვებს TalkSPORT.

საკამათო თერთმეტმეტრიანი დანიელთა კარში რაჰიმ სტერლინგის მათ საჯარიმოში წაქცევის შემდეგ დაინიშნა.

0.11149