ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კარგი სტარტი აიღო ვლადიმირ ვაისის „სლოვანმა“, რომლის ღირსებას გურამ კაშია და ჯაბა კანკავა იცავენ.
სლოვაკეთის ჩემპიონმა საკუთარ მოედანზე ირლანდიის ჩემპიონ „შემროკ როვერსს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა. სლოვაკებმა თითო ტაიმში ორჯერ გაიტანეს და თავი ორჯერვე ბრაზილიელმა შემტევმა რატაომ გამოიჩინა.
კაშია და კანკავა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. გურამმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ჯაბა 73-ე წუთამდე იყო მინდორზე და მეორე ტაიმის დასაწყისში ყვითელი ბარათი მიიღო. ქართველი ნახევარმცველი იარომირ ჟრმალმა შეცვალა.
საპასუხო შეხვედრა ერთი კვირის თავზე ირლანდიაში გაიმართება და „სლოვანს“ ორბურთიანი უპირატესობის დაცვა მოუწევს.