ფეხბურთი

21:26 | 7.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

იბორამ "ვილიარეალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ესპანელმა ნახევარმცველმა ვისენტე იბორამ "ვილიარეალთან" კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა და გუნდს 2024 წლის ვილისამდე დაეხმარება. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

იბორა "ვილიარეალმა" 2019 წლის იანვარში "ლესტერიდან" დაიმატა. მას შემდეგ ესპანელმა ფეხბურთელმა 80 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. გასულ სეზონში კი ვისენტემ ევროპა ლიგა მეოთხედ მოიგო.

0.127709