იტალიელი ფეხბურთელი მარიო ბალოტელი კარიერას თურქეთში გააგრძელებს და „ადანა დემირსპორის“ ღირსებას დაიცავს.
თურქულმა კლუბმა ეს ინფორმაცია საკუთარ ვებგვერდზე ოფიციალურად დაადასტურა. მარიომ ახალ გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
30 წლის ფეხბურთელი ბოლოს სამშობლოში, „მონცას“ რიგებში თამაშობდა, ხოლო მანამდე „ბრეშას“, „მარსელის“, „ნიცას“, „მილანის“, „ლივერპულის“, „ინტერისა“ და „ლუმეცანეს“ წევრი იყო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჩემპიონობას თუ აპირებს ადანა, შეიძლება ნორმალური იყოს ამისი ტრანსფერი.