ფეხბურთი

19:35 | 7.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

1974 წლის 7 ივლისს - მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებმა ნიდერლანდები დაამარცხა (VIDEO)

1974 წელს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაში მსოფლიოს მე-10 ჩემპიონატი გაიმართა, რომლის ფინალშიც გფრ-მ ნიდერლანდები 2:1 დაამარცხა. გოლები იოჰან ნეესკენსმა (ჰოლანდია), პაულ ბრაიტნერმა და გერდ მიულერმა (გფრ) გაიტანეს. მიუნხენის “ოლიმპიაშტადიონზე” თამაშს 75 200 მაყურებელი დაესწრო.

გფრ (ნაკრებს ჰელმუტ შიონი წვრთნიდა): მაიერი, ფოგთსი, ბრაიტნერი, შვარცენბეკი, ბეკენბაუერი, ბონჰოფი, ჰიონესი, ჰელცენბაინი, მიულერი, ოვერატი, გრაბოვსკი.

ნიდერლანდები (ნაკრებს რინუს მიხელსი წვრთნიდა): იონგბლადი, სურბაიერი, რიისბერგენი (დე იონგი), ჰაანი, კროლი, იანსენი, ნეესკენსი, ვან ჰანეგემი, რეპი, კრუიფი, რენსენბრინკი (რენე ვან დერ კერკჰოფი).

შეხვედრას ინგლისელი არბიტრი ტეილორი სჯიდა.

0.121253