ფეხბურთი

18:30 | 7.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხავიერ ტებასმა პეპ გვარდიოლას კრიტიკას უპასუხა

ესპანეთის ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა „მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას უპასუხა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ლა ლიგის განვითარებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.

„ბოლო წლებში პრემიერლიგასთან ჩამორჩენა შევამცირეთ მიუხედავად იმისა, რომ ლა ლიგამ სატელევიზიო უფლებები მხოლოდ 7 წლით გაყიდა, პრემიერლიგამ კი 30 წლით. გარდა ამისა, ბრიტანეთს 20 მილიონით მეტი მოსახლე ჰყავს, ვიდრე ესპანეთს და ჩვენ მაინც ყოველწლიურად ვიზრდებით.

ჩვენი კლუბები მომგებიანები არიან. უმჯობესია მათ სიტი ჯგუფზე იდარდონ, რომელმაც ბოლო სეზონებში მილიარდი ზარალი მიიღო. ისინი ინვესტორები არ არიან, ისინი ინფლაციას ქმნიან. ამდენ ტიტულს მოიგებდით ფინანსური დოპინგის გარეშე?“, - თქვა ტებასმა.

0.114552