ფეხბურთი

17:20 | 7.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

პენალტების სერია, რომელიც დაწყებამდე კიელინიმ მოიგო (+VIDEO)

ევრო 2020-ის ნახევარფინალი იტალიასა და ესპანეთის ნაკრებებს შორის დრამატული გამოდგა და ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა. სწორედ თერთმეტმეტრიანების სერიის დაწყებამდე გუნდების კაპიტნები ჯორჯო კიელინი და ჟორდი ალბა ყურადღების ცენტრში მოექცნენ.

ეს კიელინის გამო მოხდა, რომელიც ესპანელ ფეხბურთელს გამუდმებით ეხუმრებოდა. ისინი მსაჯებთან ირჩევდნენ, რომელ კარში დაარტყამდნენ პენალტს და ვინ იქნებოდა პირველი.

მონეტით გადაწყდა, რომ იტალია დაიწყებდა და იმ კარში, რომლის უკან იტალიელი ფანები იყვნენ. თუმცა, ალბა პირიქით მიიჩნევდა, რაც მსაჯმა არ დაადასტურა. სწორედ ამ დროს კიელინი მას უღიმოდა, ხუმრობით მუშტიც მიარტყა, ალბას კი რეაქცია არ ჰქონია - ეტყობოდა, რომ ნერვიულობდა.

„მატყუარა, მატყუარა“, - უთხრა კიელინიმ ხუმრობით ალბას, როდესაც ესპანელი მსაჯს არწმუნებდა, რომ პენალტები ესპანელი ფანების კართან უნდა შესრულებულიყო. ბევრი მიიჩნევს, რომ კიელინის უდიდესმა გამოცდილებამ და ამ მომენტმა იტალიას დამატებითი ძალა მისცა, ხოლო ესპანეთი გატეხა. ვინ იცის, იქნებ ასეცაა...

შეგახსენებთ, იტალიის ნაკრებმა ესპანეთი პენალტების სერიაში დაამარცხა (1:1, 4:2) და ევრო 2020-ის პირველი ფინალისტი გახდა.

0.144629