NBA-ს სუპერფინალი გამარჯვებით დაიწყო „ფინიქს სანსმა“, რომელმაც „მილუოკი ბაქსს“ 13-ქულიანი სხვაობით 118:105 აჯობა.
მონტი უილიამსის გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა და სამი პერიოდის შემდგომ მეტოქეს 16-ქულით უგებდა. მიუხედავად ბოლო მეოთხედის მოგებისა, „მილუოკიმ“ მხოლოდ 3 ქულის გაქვითვა მოახერხა და პირველი შეხვედრა დათმო.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დღეს კრის პოლის იყო, რადგან 36 წლის კალათბურთელმა საოცარი თამაში ჩაატარა. მან პარკეტზე 37:22 წუთი გაატარა, რა დროშიც 32 ქულა, 4 მოხსნა და 9 პასი მიითვალა. კრისმა 7-დან 4 სამქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო და 8-დან 8 ორქულიანი ჩააგდო. მისი +- მაჩვენებელი კი 17 გამოდგა და მხოლოდ თანაგუნდელ დევინ ბუკერს ჩამორჩა (+-18), რომელმაც ასევე კარგი თამაში ჩაატარა. 24 წლის დევინმა თავი 27 ქულასთან ერთად 2 მოხსნასა და 6 პასს მოუყარა.
დამარცხებულთა რიგებში კრის მიდლტონი გამოირჩა, რომელსაც 29 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი ჰქონდა. ორმაგი დუბლი კი ორმა კალათბურთელმა შეასრულა. „ფინიქსიდან“ დეანდრე ეიტონს 22 ქულა და 19 მოხსნა, ხოლო „მილუოკიდან“ იანის ანტენტოკუნმპოს 20 ქულა, 17 მოხსნა და 4 პასი ჰქონდა.
სუპერფინალის სერიაში „ფინიქს სანსი“ დაწინაურდა, ამ გუნდების მეორე დაპირისპირება კი 9 ივლისს გაიმართება.