ფეხბურთი

11:58 | 7.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

დონარუმა: "ამ იტალიას დიდი გული აქვს და არაფერს თმობს"

იტალიის ნაკრების მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ ესპანეთთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, იცოდა, რომ გუნდის დახმარება შეეძლო და ამიტომაც, მშვიდად იყო.

“აღუწერელი ემოციაა. მშვიდად ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ გუნდის დახმარება შემეძლო. ეს ფანტასტიკური იყო. მადლობას ვუხდი ყველას, ხალხს და ჩვენც ყველაფერი გავაკეთეთ. ახლა ბოლო ნაბიჯი გვაკლია ჩვენი ოცნების ასასრულებლად. ესპანეთი ძალიან ძლიერია, მაგრამ ამ იტალიას უდიდესი გული გაქვს, არაფერს თმობს, არასდროს. ერთი სანტიმეტრიც არ დაგვითმია და ბოლოს ყველაფერი კარგად დასრულდა. ფინალზე არ ვილაპარაკებ, ცრუმორწმუნე ვარ. ამ გამარჯვებით უნდა ვისიამოვნოთ და ხვალიდან ფინალზე ვიფიქრებთ.

პენალტების სერია? ვიცოდი საით უნდა წავსულიყავი, მაგრამ ინსტიქტიც იყო. გამარჯვებას სპინაცოლას ვუძღვნი, ემოციების აღწერა შეუძლებელია, თავში ყველაფერი მიტრიალებს. ვცდილობ ვაჯობო იმ მეკარეებს, რომლებმაც იტალიის ნაკრების ისტორია წარსულში დაწერეს“, - თქვა დონარუმამ, რომელმაც ალვარო მორატას გადამწყვეტი პენალტი აუღო.

შეგახსენებთ, იტალიის ნაკრებს ფინალში 11 ივლისს, ინგლისის ან დანიის ნაკრებთან შეხვედრა ელოდება. რობერტო მანჩინის გუნდს 34-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, ხოლო ევროპის ჩემპიონატის ფინალში მეოთხედ გავიდა.

0.218996