„ბარსელონას“ ფეხბურთელი ჟერარ პიკე იტალია - ესპანეთის პენალტების სერიას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ყოველთვის ის იგებს, ვინც სერიას იწყებს, რაც სწორი არ არის.
„შემთხვევითი არ არის, რომ ევროპის ჩემპიონატსა და კოპა ამერიკაზე ოთხივე პენალტების სერიაში იმ გუნდებმა იმარჯვეს, რომლებმაც სერია დაიწყეს. სტატისტიკის თანახმად, პირველ შემსრულებელს უფრო მეტი ვარიანტი აქვს და არ მიმაჩნია სწორად, რომ მსგავს გათამაშებაში თავიდანვე წამგებიან პოზიციაში ხარ“, - დაწერა პიკემ.
საინტერესოა, რომ მეოთხედფინალში ესპანეთმა შვეიცარიასთან პირველი დაიწყო პენალტების სერია და იმარჯვა კიდეც. თუმცა, ამჯერად არ გაუმართლა. შეგახსენებთ, იტალიამ პენალტების სერიაში 4:2 იმარჯვა და ფინალში გავიდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რაღაც მნიშვნელობა აქვს ვინ დაიწყებს პენალტების სერიას მაგრამ არა გადამწყვეტი.რომც ქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ვიღაცამ ხომ უნდა დაიწყოს?ერთად ხომ ვერ დაარტყამენ?აგერ დღეს დილას კოლუმბიამ დაიწყო და მოიგო არგენტინამ,ასე რომ მთავარია გაიტანო და ყოველთვის კარგ პოზიციაში იქნები.მასე მეორე დამრტყმელ გუნდსაც აქვს რაღაც მხრივ უპირატესობა,პირველმა დამრტყმელმა სადმე რომ გააფუჭოს ბოლო დარტყმით მოგება შეუძლია.ისე კი მბაპეს მართლა ცუდ დროს მოუწია დარტყმა და მესისაც დილით.მბაპეს პენალტი ბუნებრივია უფრო გადამწყვეტი იყო და წააგეს ფრანგებმა მბაპემ რომ გააფუჭა მაგრამ დიდი ალბათობით იგივე მოუვიდოდა არგენტინასაც მესისაც რომ გაეფუჭებინა,დიდი ფსიქოლოგიურ უპირატესობას მიიღებდა კოლუმბია.მოკლედ დასკვნა შემდეგია,პენალტების სერიაში თითოუელი პენალტი მნიშვნელოვანია და გატანა უნდა ნებისმიერ სიტუაციაში,ამიტომ არავინ არავის არ უნდა დააბრალოს პენალტებში წაგება თავისი თავის გარდა
გამოსავალს რას გვთავაზობს აბა, ერთდროულად დაარტყან? სხვა შემთხვევაში აუცილებლად იქნება ვინმე პირველი და ვიღაც მეორე.
იყო ლაპარაკი რაღაც ჩოგბურთის ტაიბრეიკის მსგავსზე. ერთი იწყებს, მერე მეორე არტყამს ზედიზედ ორს, მერე ისევ დამწყები გუნდი დაარტყამს ორჯერ და ასე...