სხვა

3:41 | 7.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

უნგრეთში სპრინტის იამაიკური დუელი ელეინ თომპსონ-ერამ მოიგო

იამაიკელმა სპრინტერმა, მ, უნგრეთში ასპარეზობისას, 100 მეტრზე სპრინტში, ტოკიოს ოლიმპიადის უმთავრესი ფავორიტი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი დაამარცხა.

თომპსონ-ერამ ასი მეტრი 10.71 წამში გაირბინა, რაც 0.01 წამით ნაკლებია მის ყოფილ საუკეთესო დროზე. მისი თანამემამულე ფრეიზერ-პრაისი მეორე ადგილს დასჯერდა (10.82). არადა, ერთი თვის წინათ, მან ასი მეტრი 10.63 წამში გაირბინა, რაც ქალ სპრინტერთა შორის, ყველა დროის მეორე საუკეთესო დროა.

ტოკიოში ამ ორი იამაიკელის გარდა, ფავორიტი ბრიტანელი დინა აშერ სმიტიც იქნება, ვისაც უნგრეთში არ უასპარეზია. ფავორიტთა სიას ახლახანს ამერიკელი შა’ქარი რიჩარდსონი გამოაკლდა, ვინც მარიხუანას მოხმარების გამო, ერთი თვით დაისაჯა. არადა, მან აპრილში ასი მეტრი 10.72 წამში გაირბინა.

100 მეტრზე მამაკაცთა შორის, გამარჯვება სამხრეთაფრიკელმა აკანი სიმბინემ მოიპოვა, ვინც ფინიშს 9.84 წამში (აფრიკის რეკორდი) მიაღწია. ეს მიმდინარე სეზონში, მსოფლიოს მეორე საუკეთესო დროა. ამ შედეგით, სიმბინე ტოკიოში ფავორიტთა შორის იქნება. მასზე უკეთესი დრო (9.77) ამ სეზონში ამერიკელ ტრეივონ ბრომელს აქვს, ვისაც უნგრეთში არ უასპარეზია.

0.111652