სხვა

1:24 | 7.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

კავენდიშს მერქსის რეკორდამდე ერთი ეტაპის მოგებაღა დარჩა

როგორც კი შესაფერისი დრო მიეცა და თავის გამოჩენის შანსი გაუჩნდა, მარკ კავენდიშმა ისევ გაილაღა. და მიმდინარე ტურ დე ფრანსზე მესამე ეტაპი მოიგო. ეს ბრიტანელის კარიერაში, ფრანგულ მარათონზე მოგებული 33-ე ეტაპია. ეს კი ერთით ნაკლებია ტურის ხუთგზის ჩემპიონის, ბელგიელი ედი მერქსის მიღწევამდე.

„დღეს ისეთი არაფერი გამიკეთებია. ეს ჩემი გუნდის დამსახურებაა. როგორც ყოველთვის, ბედნიერი ვარ იმით, რომ რბოლაში ვმონაწილეობ და მაცვია დესონინკ-ქვიკ სტეპის მაისური. მე 36 წლის ვარ და ამ პატარა ბიჭებთან ერთად რბოლა ძალიან მომწონს“, - განაცხადა კავენდიშმა, ვინც ფინიშზე უკან მოიტოვა ბელგიელები, ვუტ ვან აერტი (ჯუმბო-ვისმა) და იასპერ ფილიპსენი (ალპესინ-ფენიქსი).

სლოვენიელმა ტადეი პოგაჩარმა იოლად შეინარჩუნა ლიდერის ყვითელი მაისური. მას პელოტონის მოწინავე ნაწილში დარჩენა არ გასჭირვებია. ის ავსტრალიელ ბენ ო’კონორს (ADR2 სიტროენი) ორ წუთს უგებს, მესამეზე მყოფ კოლუმბიელ რიგობერტო ურანს (EF ედუქეიშენ-ნიპო) კი - 5 წუთზე მეტით.

რბოლის მიწურულს, კავენდიშის თანაგუნდელებმა ტემპი გაზარდეს და პელოტონი დაანაწევრეს. ბრიტანელი ბოლო 250 მეტრამდე თანაგუნდელ მაიკლ მორკოვის უკან რჩებოდა, შემდეგ კი სპრინტი წამოიწყო და გამრჯვების მოპოვება არც გასჭირვებია. ამ მოგებით, კავენდიშმა სპრინტერთა ჩათვლაში ლიდერობა განიმტკიცა და რა თქმა უნდა, მწვანე მისურიც შეინარჩუნა. ცნობისათვის, მას ქულების ჩათვლაში, ტურ დე ფრანსი 2011 წელს აქვს მოგებული.

მე-11 ეტაპი ისევ სამთოა. მისი სიგრძე 198.9 კილომეტრია. ველომრბოლებს ორჯერ მოუწევთ ლეგენდარული უმაღლესი კატეგორიის მთა მონ ვენტოს გავლა.

0.126249