ფეხბურთი

21:22 | 6.07.2021 | ნანახია 511 - ჯერ

ოფიციალურად: პსჟ-მ ჰაკიმი დაიმატა

ფრანგულმა „პარი სენ ჟერმენმა“ მილანის „ინტერიდან“ აჩრაფ ჰაკიმი დაიმატა. პარიზულმა გუნდმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ჰაკიმის პსჟ-მ კონტრაქტი 2026 წლამდე გაუფორმა. „ინტერმა“ ტრანსფერის სანაცვლოდ 71 მილიონი ევრო მიიღო - 60 პირდაპირ, რასაც 11 მილიონი ბონუსის სახით დაემატება.

აჩრაფ ჰაკიმი „ინტერს“ გასულ ზაფხულს მადრიდის „რეალიდან“ გადავიდა და იტალიის ჩემპიონი გახდა. მაროკოელმა მცველმა „ნერაძურის“ მაისურით 45 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი მიითვალა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:52 | 07.07.2021
ქარვასლა (301)

საღოლ პსჟ-ს დროა ლიგა დადონ მესი ან კრისტინაც დაითრიეთ გეშველებათ რამე,რამოსიც

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.140267