მილანის „ინტერის“ სერბმა მცველმა ალექსანდრ კოლაროვმა „ნერაძურისთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. ვეტერანი ფეხბურთელი „სან სიროზე“ 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება.
კოლაროვი „ინტერმა“ ერთი წლის წინ „რომადან“ დაიმატა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა და ყველა ტურნირზე 11 უგოლო შეხვედრა ჩაატარა.
მანამდე 35 წლის ფეხბურთელს „ჩუკარიჩკიში“, ოფკ-ში, „ლაციოში“, „მანჩესტერ სიტისა“ და „რომაში“ უთამაშია.