ევრო 2020-ის მეოთხედფინალში იტალიასთან მარცხის შემდეგ (1:2), ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რობერტო მარტინესის ასისტენტმა, წარსულში ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ, თანამდებობა დატოვა - წერს L’Equipe.
წყაროს ინფორმაციით, „არსენალის“ ყოფილი შემტევი, მთელ ხელფასს საქველმოქმედო ფონდში გადარიცხავს.
ანრი ბელგიის ნაკრებს მაისის ბოლოს შეუერთდა. ეს მისი მეორედ მისვლა იყო „ეშმაკუნების“ ბანაკში. პირველად ეს 2016-18 წლებში მოხდა.