ფეხბურთი

11:26 | 6.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

კაპელო: „ინგლისის ნაკრებმა გვარდიოლას ფილოსოფიის საუკეთესო ასპექტები შეითვისა“

ინგლისის ეროვნული გუნდის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ, ევრო 2020-ზე დანიასთან ნახევარფინალური მატჩის წინ, ჟურნალისტებს „სამი ლომის“ შესახებ გაუზიარა თავისი აზრი.

„ინგილსის ნაკრები ძალიან კომპაქტურად თამაშობს, ფრთხილად მოქმედებს დაცვაში და მოედნის ცენტრში, მათი სტანდარტული დარტყმებიც ერთობ სახიფათოა. შეტევაში კი სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ. ისინი პატივისცემას იმსახურებენ. შესანიშნავ ფორმაში არიან.

საუთგეიტი ხედავდა, რომ ტაქტიკას, რომლითაც ბოლო წლებში ნაკრები თამაშობდა, შედეგი არ მოჰქონდა. მან ბევრი რამ შეცვალა.

კიდევ, მეკარე პიკფორდი ჩინებულად თამაშობს ფეხით, რაც კიდევ ერთი ძლიერი მხარეა.

ახლა ინგლისელები ცდილობენ თამაში აკონტროლონ და ბურთისთვის ბრძოლაში მეტოქეებს ყოველთვის აჯობონ. მათ გვარდიოლას ფილოსოფიის საუკეთესო ასპექტები შეითვისეს.“ - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Corriere della Serra.

კაპელო „სამ ლომს“ 2007-12 წლებში წვრთნიდა, ინგლისი - დანიის ნახევარფინალური შეხვედრა კი 7 ივლისს გაიმართება ლონდონში, „უებლიზე“ და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

0.121614