„დინამო თბილისმა“ ბარნს ოსეი დაიმატა. განელი ნახევარმცველი, რომელიც ბოლოს კვიპროსული „ნეა სალამინას“ რიგებში თამაშობდა და გასულ სეზონში 34 თამაშში თავი სამჯერ გამოიჩინა.
ოსეიმ „დინამო თბილისთან“ 1.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს.
განელ ფეხბურთელს კარიერის დიდი ნაწილი პორტუგალიაში აქვს გატარებული, სადაც „პასუშ ფერეირას“, „უნაიოს“, „აროუკასა“ და „აკადემიას“ ღირსებას იცავდა.