ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ტრავმის შემდეგ პირველად ივარჯიშა. საწვრთნელი პროცესი ექიმების, რეაბილიტოლოგებისა და მწვრთნელების მეთვალყურეობით მიმდინარეობდა.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ექიმის, ზურაბ კახაბრიშვილის გადაწყვეტილებით, ბექაური საწყის ეტაპზე მსუბუქად დაიტვირთება. ექიმების მიზანია, რომ ლაშა ტოკიოს ოლიმპიადას სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ბექაურმა ტრავმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე მიიღო.