ფეხბურთი

21:39 | 5.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილია "ლეგიას" დაემშვიდობა: "თქვენთვის ჩემს გულში ადგილი ყოველთვის იქნება"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია ვარშავის „ლეგიას“ დაემშვიდობა. ქართველმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და პოლონურ კლუბს მადლობა გადაუხადა.

„დამშვიდობების დროა. 2-წლიანი თავგადასავლის შემდეგ მინდა ყველა „ლეგიონისტას“ მადლობა ვუთხრა. პირველივე დღიდან ხელებგაშლილი ვიგრძენი თქვენი დახვედრა. ამას ძალიან ვაფასებ და სულით და გულით ვთამაშობდი „ლეგიასთვის“. უამრავი აღმართ-დაღმართი იყო, მაგრამ ერთად დავწერეთ ისტორია და არასდროს დამავიწყდება გზა ზედიზედ ორ ჩემპიონობამდე. მომავალში ყველას საუკეთესოს გისურვებთ. თქვე ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი გექნებათ ჩემს გულში.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს თანაგუნდელებს, მწვრთნელებსა და მთელ პერსონალს. განსაკუთრებით მათ, ვინც ნამდვილი „ლეგიონისტია“ და ყველაფერს გულით აკეთებს. და ბოლოს, არანაკლები მადლობა „ლეგიას“ გულშემატკივრებს, თქვენ საუკეთესოები ხართ. თქვენი მხარდაჭერა და სტადიონზე ატმოსფერო დაუჯერებელია. ყოველთვის ერთ-ერთი თქვენგანი ვიქნები“, - დაწერა გვილიამ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ვაკო გვილია „ლეგიაში“ 2019 წლიდან თამაშობდა და 69 მატჩში 11 გოლი გაიტანა, ორჯერ კი პოლონეთის ჩემპიონი გახდა. ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს ქართველი ფეხბურთელი კარიერას.

0.135746