ყაზანის „რუბინი“ ახალი სეზონისთვის ემზადება და ყაზანში „ურალს“ უმასპინძლა, რომელსაც 3:1 მოუგო, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე პასი შეასრულა.
გუნდებმა სამი 45-წუთიანი ტაიმი ითამაშეს, რაც წინასწარ იყო შეთანხმებული. ხვიჩა მოედანზე 65-ე წუთამდე იმყოფებოდა, ხოლო ზურიკო დავითაშვილი 65-ე წუთის შემდეგ.
55-ე წუთზე კვარაცხელიამ მეტოქეს ბურთი წაართვა და ჯორჯ დესპოტოვიჩი მეკარეს პირისპირ შეატოვა, რომელმაც გოლის გატანა მოახერხა და იმ დროისთვის ანგარიში 2:1 გახადა.
შეგახსენებთ, კვარაცხელიამ წინა სპარინგმატჩში გოლი გაიტანა პენალტით, რომელიც თვითონ მოიპოვა, ამჯერად საგოლე პასს დასჯერდა.