ფეხბურთი

18:02 | 5.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

სპინაცოლას ოპერაცია გაუკეთეს და ცნობილია მისი დაბრუნების სავარაუდო თარიღი

იტალიის ნაკრების ფეხბურთელი ლეონარდო სპინაცოლა 6-7 თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. 28 წლის მცველმა ოპერაცია ფინეთში გაიკეთა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა.

„ქირურგიულმა ჩარევამ კარგად ჩაიარა. მადლობა ყველას ჩემთან ახლოს ყოფნისთვის, ძალიან ბევრნი იყავით. დროის დათვლა დავიწყე და მალე შევხვდებით“, - დაწერა სპინაცოლამ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ლეონარდო სპინაცოლამ ბელგიასთან შეხვედრაში მძიმე ტრავმა მიიღო და აქილევსის მყესი გაიწყვიტა, რის გამო „სკუადრა აძურას“ გამოაკლდა. ის იტალიის ნაკრებისთვის დიდი ძალა იყო და ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესოც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11251