ფეხბურთი

16:09 | 5.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "იტალიასთან რთული თამაში იქნება, მაგრამ ესპანეთი თავის იდენტობას არ უღალატებს"

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ იტალიასთან მატჩის წინ Sky Sport-თან ისაუბრა. მისი განცხადებით, მას იტალია ძალიან უყვარს და რთულ თამაშს ელოდება. თუმცა, ესპანელი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი თავის იდენტობას არ უღალატებს.

„ლამაზი გუნდია, რომელიც კარგა ფეხბურთს თამაშობს, მაღალი პრესინგით. იციან, როგორ აპრესინგონ მეტოქე საჯარიმოსთან. ძალიან რთულია მის წინააღმდეგ თამაში და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი თამაში იქნება, ორ გუნდს შორის, რომლებიც ერთნაირად თამაშობენ. ერთადერთი შეცდომა, რომელიც „უემბლიზე“ არ უნდა დავუშვათ ის არის, რომ ჩვენს თავს არ უნდა ვუღალატოთ. შეიძლება წავაგოთ, მოვიგოთ, ფრე დაფიქსირდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემი გუნდი თავისი იდენტობის ერთგული იქნება.

შურისძიება ტასოტის ეპიზოდის გამო (1994 წლის მუნდიალზე ეუხეშა)? არა, ხუმრობითაც კი არა. ჩემს ფეხბურთელებთან ამაზე არასდროს მილაპარაკია. ჩემთვის ეს მხოლოდ სპორტული ცხოვრების ნაწილი იყო, მაგრამ შემდეგ მქონდა შესაძლებლობა ცხოვრებაში შევხვედროდი ტასოტის და ის კარგი ადამიანია. შურისძიების სურვილი არ მაქვს. იტალიაში ყველაფერი მიყვარს: ხალხი, საკვები, ყავა, ნაყინი, ფეხბურთი, რომი. იქ ერთი წელი ვიცხოვრე და საოცარი ქალაქია. ნამდვილად სასიამოვნოა იტალიასთან თამაში და ნოემბერში ერთა ლიგაზე კიდევ ერთხელ შევხვდებით“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ იტალიისა და ესპანეთის ნაკრებების მატჩი 6 ივლისს, ლონდონში გაიმართება.

0.117772