ფეხბურთი

14:31 | 5.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა გაგნიძე: "მოსკოვის "დინამო" ჩემთვის უდიდესი შესაძლებლობაა"
ქართველმა ფეხბურთელმა რუსულ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

მოსკოვის „დინამომ“ ლუკა გაგნიძის ტრანსფერი დაადასტურა და „დინამო თბილისის“ აწ უკვე ყოფილ ფეხბურთელს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

„რუსეთს შესანიშნავი ჩემპიონატი აქვს და ძალიან მაინტერესებს ძალების აქ მოსინჯვა. ალბათ, ჯერ „დინამო თბილისში“ ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე არ გამომივლენია, ვფიქრობ, მოსკოვის „დინამოში“ ამ ასაკში გადასვლა განვითარების და უფრო სწრაფად ზრდის შანსს მომცემს.

რა თქმა უნდა, როცა შეთავაზება მივიღე, დავიწყე ის, რასაც ყველა ჩემი თანატოლი გააკეთებს - ინფორმაციის შეეგროვება. დავრწმუნდი, რომ აქ გადასვლა ჩემთვის უდიდესი შესაძლებლობაა. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, სამწვრთნელო შტაბი, რომელსაც არ ეშინია ფეხბურთელთა ნდობა ნებისმიერ სიტუაციაშია, განურჩევლად მათი ასაკისა. ეს ნიშნავს, რომ ნამდვილად მაქვს შანსი“, - თქვა გაგნიძემ.

„ლუკა ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია. მისი ასაკისთვის შესანიშნავად ფლობს ბურთს. ეფექტური და სწრაფი მოთამაშეა, რომლის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია. გაგნიძეს არ ეშინია თამაშს საკუთარ თავზე აღების და ეს დიდი პლუსია. როგორც წესი 8 ნომრის პოზიციაზე თამაშობს, მაგრამ აქვს დაცვითი უნარებიც, ამიტომ, 6 ნომერზეც შეუძლია უპრობლემოდ თამაში. დარწმუნებული ვარ, ლუკა მომავალში მოსკოვის „დინამოს“ ერთ-ერთი მთავარი ფეხბურთელი იქნება“, - თქვა რუსული კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჟელკო ბუვაჩმა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა გაგნიძე „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია და და მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. საქართველოს ჩემპიონის ვებგვერდის ცნობით, რუსულ კლუბთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ გაგნიძე მიმდინარე წლის ბოლომდე „დინამო თბილისში“ იჯარით დარჩეს.

0.114621