მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე იტალიის საფეხბურთო ნაკრების წარმატებული და თვალსაამი გარჯა რასაკვირველია იტალიელი ფეხბურთელების პოპულარიზაციითა და მათ მიმართ ბულვარული პრესის ინტერესის გაზრდითაც გამოიხატა. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში, ახალგაზრდა შემტევი ფედერიკო კიეზა მოექცა.
სიმპათიური ფედერიკო ქალების კუმირი გახდა, მაგრამ ბევრმა არ უწყის, რომ ამ ჯეელის გული კარგა ხანია დაკავებულია და ფეხბურთელის ბავშვობის მეგობარს, ბენდიეტა კვაგალის ეკუთვნის. ბენდიეტა და ფედერიკო ცოლ-ქმრის სტატუსს ჯერჯერობით არ ატარებენ, თუმცა მეორე წელია თანაცხოვრობენ და ბევრი მათ ცოლ-ქმრადაც მოიხსენიებს.
გარეგნულად დაუწუნარი ბენდიეტა კვაგალი მსახიობობაზე ოცნებობდა, თუმცა რატომღაც ამ საქმეში ხელი შეეშალა. შემდეგ ცოტა ხნით ერთ-ერთ ფლორენციულ პიარ-სააგენტოში მუშაობდა. ფედერიკოს მსგავსად ისიც წარმოშობით გენუელია, რომელიც “იუვენტუსში“ სათამაშოდ გადაბარგებულ გულისსწორს საცხოვრებლად ტურინშიც გაჰყვა და ახლა მხოლოდ იმაზე ოცნებობს, რომ ევროპის ჩემპიონატი იტალიის გამარჯვებით დასრულდეს და გაჩემპიონებულ ფედერიკოსთან ერთად სადმე ზღვისპირას წამოიდრანგოს.