ფეხბურთი

10:25 | 5.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"გენტმა" გიორგი ჩაკვეტაძე თურქულ გუნდში არ გაყიდა

თურქული „ტრაბზონსპორის“ მთავარმა მწვრთნელმა აბდულა ავჯიმ განაცხადა, რომ ბელგიური „გენტიდან“ გიორგი ჩაკვეტაძის დამატება სურდათ, მაგრამ ბელგიელებმა ქართველი ნახევარმცველის გასხვისება იუარეს.

„ჩვენ ვცადეთ ამ ფეხბურთელის დამატება, მაგრამ კლუბმა არ გამოუშვა“, - თქვა თურქმა სპეციალისტმა ადგილობრივ მედიასთან.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრაბზონელები ტრანსფერში 5 მილიონ ევროს იხდიდნენ.

გიორგი ჩაკვეტაძე „გენტში“ 2017 წლიდან თამაშობს და ბელგიელებთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ი 21 წლის შემტევს ამ დროისთვის 2.7 მილიონ ევროდ აფასებს.

0.116146