ფეხბურთი

22:31 | 4.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"თელავმა" და "სამგურალმა" ქულები გაიყვეს

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურში „თელავმა“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში გუნდებმა ქულები გაიყვეს.

„თელავი“ ამ თამაშს დიდებულ განწყობაზე და ფორმაში შეხვდა, რადგან ბოლო 3 თამაში მიჯრით მოგებული ჰქონდა. მეორეს მხრივ, იმერლებიც კარგ ფორმაში იყვნენ. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მაგრამ მეორე ნახევარში ანგარიში სწრაფად გაიხსნა.

54-ე წუთზე „სამგურალის“ კარი ჯანელიძემ დალაშქრა და კახელები დააწინაურა. გიორგი მიქაძის გუნდი ახლოს იყო ზედიზედ მეოთხე გამარჯვებასთან, მაგრამ მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ვერულიძემ პენალტით გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ზაფხულის პაუზაზე „თელავი“ 19 ქულით და მეცხრე ადგილით გავიდა, ხოლო „სამგურალს“ 29 ქულა აქვს და მეექვსე პოზიციაზეა.

„თელავი“ – „სამგურალი“ 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 ჯანელიძე (54), 1:1 ვერულიძე (86, პენ)

0.131022