ფეხბურთი

21:20 | 4.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

კურიოზული შეკითხვა ბარელას და მისი პასუხი: "1990 წლის მუნდიალის დროს მინუს 7 წლის ვიყავი"

იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა ნიკოლო ბარელამ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. თუმცა, ერთი კითხვა კურიოზული გამოდგა.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ბარელას ჰკითხა, როგორ გაიხსენებდა მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის დღეებს, რომელსაც იტალიამ უმასპინძლა და როცა ბარელა მისი თქმით, მხოლოდ 7 წლის იყო.

რეალურად კი ნიკოლო ბარელა 1997 წელს დაიბადა და ცხადია, 1990 წლის მუნდიალი არ ახსოვს. იტალიელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტს ასეთი პასუხი გასცა: „მაშინ 7 წლის არა, მინუს 7 წლის ვიყავი, ჯერ კიდევ არ ვიყავი დაბადებული“, - გაეცინა ბარელას.

ცხადია, კურიოზულ ვითარებას დარბაზში სიცილი მოჰყვა და ჟურნალისტსმაც ნიკოლოს ბოდიში მოუხადა.

0.114579