ჭიდაობა

20:50 | 4.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

3 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო და გუნდური ჩემპიონობა გერმანიიდან

დორტმუნდში ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე ტრიუმფალური გამარჯვებით დაასრულა თავის გამოსვლა საქართველო ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა, რევაზ ლაშხის შეგირდებმა ჯამში 6 მედალი მოიპოვეს.

ევროპის ჩემპიონები ფრიდონ აბულაძე (60 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (63 კგ) და გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლებს გიორგი თოხაძე (55 კგ) და გიორგი შპეტიშვილი (77 კგ) დასჯერდნენ, ბრინჯაოს მედალი ლუკა ოჩიგავამ (67 კგ) მოიპოვა, მედლის მოპოვებამდე ერთი გამარჯვება ლაშა ტვილდიანს (97 კგ) დააკლდა.

აქვე გეტყვით, რომ საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა დიდი უპირატესობით ჩამოიტოვა რუსეთის და თურქეთის გუნდები.

0.155239