ლონდონის „კრისტალ პალასის“ მთავარ მწვრთნელად პატრიკ ვიეირა დაინიშნა. ფრანგმა სპეციალისტმა ინგლისურ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
ამრიგად, ვიეირა ინგლისში დაბრუნდა, სადაც საფეხბურთო კარიერის ოქროს წლები აქვს გატარებული, რადგან 1996-2005 წლებში ლონდონის „არსენალის“ ლიდერი იყო, 2010-2011 წლებში კი „მანჩესტერ სიტიშიც“ ითამაშა.
პატრიკ ვიეირა ბოლოს სამშობლოში მუშაობდა და „ნიცას“ მთავარი მწვრთნელი იყო, საიდანაც 2020 წელს დაითხოვეს, ხოლო მანამდე ამერიკაში „ნიუ-იორკ სიტის“ ავარჯიშებდა.